თურმე, კომპიუტერი უყიდია მელიას. უამისოდ, ტყეშიც კი დღეს ცხოვრება ძნელია.
დადგა თავის სოროში, ინტერნეტიც ჩართო და ახლა დაღამებამდე არ აკლია გართობა.
"ჩეთში” ესაუბრება ლამაზ-ლამაზ ვარიკებს,
ზოგს სიყვარულს უხსნის და ზოგსაც ჭკუას არიგებს. გადმოწერა თამაში
"სუპერმელა ნადირობს” – თაგუნიებს მინდორში ბდღვირი უნდა ადინოს.
მონიტორის ცქერაში სულ დაკარგა გონია, "მაუსს” ისე დაჰყურებს, მართლა თაგვი ჰგონია. |