წყაროსთავს ქალი შემომხვდა, ვით ტრფობით სავსე თასი . მისი თვალები თვალს მოხვდა, ლაღი,შვლისნუკრის მსგავსი. -დღე მშვიდობისა!-აღმომხდა -მშვიდობა მოგცეს ღმერთმა… სხეულში სისხლი აჩქეფდა, როგორც ჩანჩქერნი ერთხმად. წყაროს შხეფებით ნამული, სხეულს ეკვროდა კაბა; ძუძუნი მკერდს დაბამბული და ტანი როგორც ალვა. -ჩემი სახელი გივარგი -მარიამი ვარ მეცა -ქალო გამჩენი გივარგის -შენც,ისე როგორც მეცა…. ჩვენ ერთმანეთის ტიტინში, შემოგვიმწუხრდა ზეცა ადგა და უცებ მაკოცა, უცებ გამექცა ხელთა; გავეჭერ , კვალად მივსდიე გზა მოუჭერი "მუხთლად” -მიყვარხარ, გრძნობით შევძახე მის წინ ქვე დავეც მუხლთა.. თავი დაჰკიდა ღიმილით, ხელი გადმისვა თავზე, მე სულში სითბო ჩამექცა, მას ცრემლი უკრთის თვალზე… დედოზარსა ჰკრეს ტაძარში, ხმა მიეჯაჭვა ზეცას; -ქალო გამომყევ ცოლადა აგე, დაგვლოცა ღმერთმაც. |