siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-30 - 3:28 AM    
არ დაიჯერო თითქოს მაკლიხარ...

არ დაიჯერო თითქოს გინატრე...

შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით,

შენ ხომ ჩემში ხარ როგორც სინათლე...

ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა,

ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს,

რად ვერ ამჩნევენ რომ მზესავით,

შენი თვალები დააქვს ჩემს თვალებს.

როგორ თქვეს ჩემზე ცხოვრობს ეულად

და გულზე დარდებს იკრავს ღილივით,

გამკვირვებია რად ვერ შენიშნეს

ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი...

უკვირთ აღმართზე მყარად რომ მივალ,

მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს,

გამკვირვებია როდესაც ვტირი

და ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგონიათ.

მე შენი სული მიმაქვს სხეულით,

მინდა ლაჟვარდის ფრთებზე გარწიო...

და უკვდავებას თუ ვერ ვუბიძგებ,

ლექსებად მაინც გადავაქციო......
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<