დამხატე... მერე შეაწითლე სისხლის ტუჩები ფეხქვეშ გამიგე საქართველოს ძველი ქუჩები -დამხატე! ვიდრე წყლისფერია ჩემი თვალები. დამხატე, მხატვრებს არასოდეს დავემალები -დამხატე ვიდრე ჩაეძინა ჩემზე ფიროსმანს ვიდრე, შედევრებს სამოთხიდან ყანწით გილოცავს დამხატე ძმაო, სილამაზეს ფუნჯით ებრძვიან დამხატე ვიდრე მივიღებდე სახეს სევდიანს... -დამხატე, ტილოს მოუხდება ჩემი სიცილი დამხატე მასზე მხიარული ვიდრე ვიცინი....!!! |