მე არსად წავსულვარ, მე შენში ვარ, შენ ჩემ გარეშე ვერ არსებობ, ვერც ვერასდროს იარსებ. ის დრო, როცა ჩემ გარეშე იყავი, შენ გეგონა არსებობდი, სინამდვილეში ძალებს იკრებდი და ადამიანობას, კაცობას იმატებდი ჩემთან შესახვედრად, ცოდნას აგროვებდი ჩემს გასაბედნიერებლად. შენ მე გიყვარვარ და მე და შენ ერთად მარადისობას ვქმნით, ერთმანეთზე გადაჯაჭვული ორი მოხეტიალე სული, ორი მიმზიდველი სხეული. დრო დააფასებს როცა მარდისობას შევუერთდებით ჩვენ ყოფნას დედამიწაზე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ერთმანეთისთვის, მე შენ ცხოვრებას გილამაზებ, როგორც შენ მე . შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, მეეჭვება შენ რასაც მიკეთებ იმაზე მეტი ვერ გავაკეთო. ყოველ წუთას შეგვიძლია ვთქვათ, "შეჩერდი წამო, რა მშვენიერი ხარ!” ეს ყველაფერი არსებობს, ეს ყველაფერი სამარადისოდ იარსებებს. ამ ყველაფერს ორივე ვასაზრდოვებთ. ჩვენ ერთად დავტკბებით… |