"ნუ გაიკვირვებ, თუ დავრჩები ალიონამდე,ვიხეტიალებ შენთან ერთად,არ დავიღლები.მერე მოვდივარ და დაღლილი მხრებით მოვათრევსახეებს, ფერებს უთვალავი შენი ნიღბების.თითქოს თბილისი,მოქანცული მეყრდნობა მხრებზე.თურმე ამქვეყნად მაყურებლად დარჩენაც ღირდა.და როცა შენთან ხეტიალით დაღლას ვერ შევძლებმოვკვდები უხმოდ...როგორც წყდება ფოთოლი ხიდან.და როცა ლურჯი გარიჯრაჯი მოვა უჩვევი,თითქოს გადაწმენს ხელისგულით ფანჯრებს მტვრიანებს..ერთად ვიქნებით ისევ ისე მე და ქუჩები,ჩვენ უძილობის მოუსვენარ ქარში ვტრიალებთ. |