მე არ შემიძლიაღამეს გათენება მოვთხოვო,თუმცა შემიძლია ჩამოვჯდე აივანზე,თვალგახელილმა ვუცქირო ცას მანამ,სანამ არ გათენდებადა თუ მაინცდამაინცსაკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავ,თავი დავაჯერო,მე რომ ვარსკვლავები არ დამეთვალა,არც კი გათენდებოდა...მე არ შემიძლიაშენ ერთგულებაგაიძულო,თუმცა შემიძლია გავირინდო აივანზე,თვალდახუჭულმა ვუცქირო გზას მანამ,სანამ არ დაბრუნდებიდა თუ მაინცდამაინცსაკუთარი თავის სიბრალული შემაწუხებს,თავი დავაჯერო,ღალატი რომ გდომოდა,არც კი დაბრუნდებოდი...მე არ შემიძლიასიცოცხლეს მარადიულობა გამოვთხოვო,თუმცა შემიძლია ბოლთას ვცემდე აივანზე,ვუთვალთვალო წლებს მანამ,სანამ არ დავნაოჭდებიდა თუ მაინცდამაინცსაკუთარი თავის უძლურება შემაწუხებს,თავი დავაჯერო,მე რომ არ მდომოდა დაბერება,მარადიულად… |