siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-30 - 10:18 AM    
სულელი შინდი!_ გაბუსხული კვირტებით მიმზერს,მე კი ვუღიმი, გამახსენა ტუჩები შენი.მივდევ ლიანდაგს, შემიმოკლდა ნაბიჯის სიგრძე.უკან ორთქლმავლის ლანდი მომდევს ოხვრით და ქშენით.უკვე მარტია. დილით იებს ვეფერე დიდხანს.მერე დავპირდი, რომ შენს თვალებს მოვაფერებდი.ვუთხარი ისიც, რაც ჩურჩულით მინდა რომ გითხრა,რაც უნდა მითხრა, რომ ცხოვრება გამიფერადო_ისიც... და ისიც: ამ გაზაფხულს აკლიხარ როგორ,უშენო ზეცაც უშნოა და ქარიშხლებს მიშენს;რომ აღარავინ აღარ მირჩევს, ნერვები ვზოგო,რომ პირში მაინც არ ვაგინო მიშას თუ მიშელს;მარხვაში მაინც წავიკითხო ძილის წინ ლოცვარომ... და რომ მეტი თავმდაბლობა გვმართებს მიწისშვილთ,სანამ იახტას გადავუწვავ ქარონის ბოცმანს,ლექსებით მაინც დავიფარო სულის სიშიშვლე_მირჩევს არავინ. უშენობის ფერია ლეგა.შენზე ფიქრები მახვევია გარს და მფარავენ.მეათე სახრეს (ელვის) ცაზე ელია ტეხავსდა სულში შენ ხარ, შენ ხარ, შენ ხარ, შენ და... არავინ.


ამ ერთმა დილამაც დააწყო უშენო თითები მინებზე და სუნთქვა შემიკრა_ ოქროსფერ ღილებით. კლდეს თავ-პირს უშენენ უძილო ფიქრები და მესმის შენი ხმა.და ერთ წყვილ სამკუთხედს მერცხლების დაჭრილი კრიალა ზეცისას თვალებზე დავიფენ. ვმშვიდდები_დროებით... და ჭრელი ნაჭრებითდახუნძლულ ხესთან ვარ: ალიხე, მალიხე,სალიხე... ალიხე... და ღმერთმა შეგინდოს! დღეს ჩემი დამხრჩვალი ოცნება ჭინკებმა ქირქილის თოკებით ბეღელში შეჰკიდეს. სიბნელე... სიბნელე! სიბნელე!!! იქნება სულშიდაც გათენდეს, ოდესმე მოხვიდე ეგება! და თვალებს ლეკვივით ამიხელს მაგ ცხელი ტუჩების შეხება. ხომ ხედავ,_ მე გნატრობ: ალიხე, მალიხე, სალიხე...
ბედთან ჭიდილია ალბათ პოეტობა,ალბათ სიყვარულიც ბედთან ჭიდილია,ნეტა, ერთხელ შენშიც ისე მოეთოვა, როგორც ქაოსი თოვს ჩემში იდილიას,ფრთები, ერთი ბოთლი მთვარის სონატა და ...კედელს მილეწილი მწარე მოგონებით...ცდები, ვერ ვიცხოვრებ ქარის მონატანთან, ყელში ამოვიდნენ ბილწი გოგონები...ბილწი გონებით და ბილწი სიტყვაობითთორემ ფეხებს შუა უზით გარინდება,წვანან ნაპირზე და მკერდზე მკითხაობენცაზე სინდისის მზე სანამ აინთება...ვიცი, ღმერთმა მითხრა, ბევრი გიტირიაროცა გაიგე, რომ სევდა გაგირითმეჩემი პოეტობაც შენთან ჭიდილიასანამ მტკივიხარ და სანამ ტკივილს ვითმენ...ლექსი ქაოტური არის იდილია,ღმერთს რომ დავეჭიდო არ ვარ იაკობი...თვითონ ეს ცხოვრებაც რადგან ჭიდილიარადგან მოგებულებს დაფნით შეამკობენ.თავის გვირგვინი აქვს ყველას ხო ესეა?!ჰოდა ვეჭიდები ისევ პოეზიას....


 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<