siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-30 - 3:42 AM    
ოთახში სიბნელეს სანთელი არღვევს,სიჩუმეს ფანტავს ჩუმი ფიქრები.გრძნობა, გათელილ წარსულს მახსენებსდა მოგონებებს ჩუმად მივყვები.შორს, გავეპარე ჩემს სიამაყესდიდხანს ვიარე, დიდხანს ვეძიე,ვიპოვე სადღაც უცხო სივრცეში,მარტო, სულ მარტო იჯდა კუთხეში.ხელით შევეხე, დიდხანს ვეფერედაგუბებული ცრემლით ვიტირე,ისიც ვატირე, გულით ვატირეწარსულის გზაზე, გზად გავიყოლე.ნიავი გაჩნდა, სანთელი ჩაქრაფიქრები გაწყდა, დარდი განახლდა,ჩემს სიამაყეს გამოვეპარე,უნდა დავბრუნდე, გათენებამდე...


ხედავ? ერთგულება როგორ გაგვიძვირდა, წიხლი ჰკრეს კარს უკან ატუზულ ნამუსსაც, ყველა ღიმილი და სიტყვა არის შირმა, ადამიანობა მუცლადვე განულდა. ნიღაბმორგებული, ვინმე არაკაცი, აუპატიურებს ურცხვად დედამიწას, თავის ნაბიჭვრებით, როგორც "მამაკაცი", ჯაყო-სიამაყეს ულვაშს შეაწმინდავს. ჩემში ტკივილები უხმოდ ბერდებიან, ვიღაც მედროვე კი "ფანია" მონობის, სხვის წაგების ხარჟზე, რომ არ ჩერდებიან, დილიდან უზმოზე დაგჩემდა ლოთობა. ...მერე შენც დამიწყებ, რჩევა-დარიგებას ტყუილმა სიმართლეს უძახა უმძრახად, ცხოვრებაც მეყოფა ჭკუის დამრიგებლად, ჰმ... გამოსწორება? მოგცლია თუ ძმა ხარ...
ცაზე გადინებულ ღრუბლებს აგადევნეორმა წაიცეკვეთ სულის სამაია,მტკვრიდან წამოვშალე თეთრი თოლიებიფატად მოგახვიე, როგორც ფანტაზია,კლდიდან დაშვებული ყველა ნიაგარა,ყველა ანხელი თუ ყველა ვიქტორიაწამით შევაგუბემიწას ავაცილეჰაერთან შევუქმენი ბედის ჰარმონიაყველა კლასიკოსის, ნოტი გადავჩხრიკესონეტებს ავეხირე როგორც ქარბორბალამაინც ვერ გიპოვერიტმში გამებნიედავრჩი მოგონების მხოლოდ ანაბარადა მე სიყვარულის ქალი ამორძალიუკვე დავიწყებულ სიტყვებს დავედევნეიქნებ იქ ვიპოვო, იქნებ დავაბრუნოუკვე ვადაგასულ იმედს ჩავეჭიდეფიქრით გადინებულ ღრუბლებს აგადევნე,ცაზე წაგაცეკვეთ თქვენ ორს სამაიავიცი თავს ვიტყუებ, მაგრამ ვერ ველევითავზე მახვევიხარ ჩემი ფანტაზია.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<