siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-30 - 9:20 AM    
თვალები მომანათა ვარსკვლავმა ალმაცერად,მარტია...ვაკვირდები და ვხვდები რომ მარტი ჰგავსშენს მზიან თვალებს მეთქი,-აქ უნდა დამეწერადა...ახლა გამახსენდა-არ გიყვარს რომანტიკა....ეს ლექსიც ჩემია და ჩუმად და ჩემებურადმე მაინც რომანტიულ შენს მზერას ვეფერები,მაგ ხშირი დალალებით მინდოდა შემებურაედემის ბაღები თუ სამოთხის ტყე-ველები.ხან მზეა შენს თვალებში,ხან კიდევ-ღამე დგება,ხან დაგსდევს მარტივით მარტივი ეგოიზმი,მოჰგავხარ ნაადრევი ატმების აფეთქებას,რომელშიც სამაისო აპრილის ექო ისმის...უშენოდ დასეირნობს ნაპირზე განთიადი,უშენოდ ვეგებები თებერვლის გამარტებას,უშენოდ მომეძალა საშენო ხასიათი,უშენოდ მქვია ახლა ამინდის განმარტება!....


აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა, მე კი თურმე სად დამღამებია,- შენ რომ გიყვარდა,_ ის ქალი მე ვარ, შენ უიმედოდ არ გყვარებია. მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ, ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,_ შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ, მითხარი, ხომ არ დავაგვიანე? თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა, მე უშენობის დაღი მატყვია; შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს_ ვიცი, სხვა გული არ გინატრია. შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია; შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს და ჩემს მეტს არვის გაუგონია. მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ, ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,_ მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე. * * * სითბო დაჰკლებია მზის სხივს, საღამოს ვეგებები მარტო. ნისლი ჩამოადნა თბილისს, წვიმს... მაგონდები... გნატრობ...
ისე მომენატრე, ისე გაგიჟებით, რომ გულს დაემართა ვნების არითმია. შენგან ნაფერები, წვანან კლავიშები, ჟღერენ შავ-თეთრ ფერში, რიტმებს განიცდიან. და ეს ნაბიჯებიც, ჩუმი გარინდებით, ჩვენ შორის სიშორის ტოლი მანძილია. ვცვდებით, არ ვიცვლებით, როგორც ქარიშხლები, ქვიშის საათებიც თავქვე გაგვირბიან. ისე მომენატრე, ისე გაგიჟებით, სულში უფერული წვიმის აპრილია. ისევ დამეფანტნენ, ვეღარ გავიხსენე წლები, უშენობით რაც კი გამივლია. ისე მომენატრე, ისე გაგიჟებით, ახლა მარტოობა უფრო ადვილია.
ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა (მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით). სულში უიმედო სივრცე გაიშალა, გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის. ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები, მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი. მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები, მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი. ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა, როგორც ღამეების მიერ გადამწვარი. ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა, მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი. ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია, ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი. მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია, მოდის გათენება, როგორც ბალდახინი.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<