ერთხელ გამიტყდა ძველი სათამაშო:ძალიან მეწყინა, ხელი ეტკინა,ალბათ...ერთხელ გამიწყრა მასწავლებელი:"უზრდელი ხარო”–მომახალა,არც ისე წყნარად.ერთხელ ვეჩხუბე ბავშვობის მეგობარსგაუგებრობა...ჩემი ბრალი არ იყო მართლაც,ერთხელ ვეაჩხუბე ბავშვობის მეგობარსდა იმის შემდეგ არ მინახავს,გამქრალა სადღაც.ერთხელ დამიბლაგვეს გრძნობა საზარი,ეს იყო ცივი შიში...და ამის შემდეგ რეალობა ყველგან ხელს მიშლის.ერთხელ სიყვარულს სილა გავაწანი(ვიყავი მთვრალი),მაშინ როდესაც კოჭლმა ირონიამ ჩამიქირქილა და ჩამიკრა თვალი.ერთხელ მოვტაცე უსასრულობას ნორჩი სხეული მხოლოდ, მხოლოდ?!და სულიც, მაგრამ მივაბარე ორივე სოდომს.ერთხელ შევცოდე... უფალს ჩავხედე თვალებში ჟინითდა ამის შემდეგ მარადისობა თავზე მენგრეოდა რისხვით.ერთხელ ვინატრე გაგება და ნაყინი მარწყვითყინული, ქარი...ერთხელ გახდა ყოველივე ნათქვამზე ცხადი. |