რად მინდა, ცა, თუკი ტანზე ვერ ჩავიცვამ,არც მიწა არ მინდა ასეთი უსულო,დათბილულ სხეულში სული რომ გაცივდა,ვეჩვევი თანდათან, დღითიდღე, სულ უფრო...დავყვები მდინარის კალაპოტს თევზივით,ორივე ლაყუჩში ვაგროვებ სიჩუმეს,ნაპირზე ტალღები, მეთევზე-ანკესით,ხანდახან მჩვევია ლექსებით სიმუნჯეც.რად მინდა, ფრთები, თუ გაფრენა ძნელია,ან ქოლგა, ოცნებად მოვარდნილ წვიმაში,საზღვრები უსაზღვროდ... დანგრეულ ჯებირებს,მივაფშვნი სურვილებს, დაბოლილს თრიაქით.გადავყრი წამებში მოზელილ ხასიათს,ამბობენ, ვახარბებ ცხოვრებას სიცოცხლით,როცა ვთხზავ ტკივილებს, მუცლით კი ვატარებ,ბავშვობის სილაღეს, ვერმოკლულ სინორჩით.მზე- თუკი ვერ დავკრეფ ხელებით მის სხივებს,ქარი- თუ ვერ წამლეკს გადაღმა აისის,რად მინდა,არ მინდა ტყუილი სიშიშვლედა არც შენ მინდიხარ სურვილით დაღლილი |