სიცოცხლეს ყვირილით ვეგებებითდა ცრემლები ხელშეუხებელი ღაწვებიდან ცვივა მიწაზე,მიწაზე, რომლადაც უნდა ვიქცეთ....თვალს ვახელთ და იმ ცხოვრებას ვეჯახებით,რომელთანაც განუწყვეტლივ უნდა ვიბრძოლოთ ან ვიმეგობროთ...ვალი ავიღოთ და აღარ დავაბრუნოთ,მეგობარი ვუწოდოთ და მივატოვოთ....შევიყვაროთ და მერე შევიძულოთ,მოვინდოთ და ვუღალატოთ,უპოვარი არ დავაპუროთ,მათხოვარს თვალი ავარიდოთ,გამოწვდილ ხელისგულებს სითბო დავუნანოთ,პატიება გვთხოვონ და არ ვაპატიოთ შენდობის კვირას....სინანულს კარი ჩავუკეტოთე კლესიაში კი სანთელი დავანთოთდა ჩვენს უღმერთოების პატიება ვთხოვოთ ღმერთს ...მერე კი...მერე ისევ შევცოდოთ რამეთუ "უფალი მოწყალეა",ხშირად დაუნანებლად ვარიგებთ სითბოსდა ტკივილს ვიღებთ....გაბზარული კი ვერ თუ არ მთელდება,მდორე ნაბიჯებით მივყვებით ბილიკს უსასრულობისაკენ...ცხოვრება კი თავისი ცივი და მკაცრი ხელით ხშირად ჩანასახშივე სპობსდა ვეღარ გვაპურებს იმედით...ჰო...ჩვენი არსებობა ერთი დიდი წარმოდგენაა სავსე მსახიობებით |