გკითხულობასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -ხუთი საათია, ღამის, არასრული.გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ,სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბორკილსდა მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი,პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ,გვიყურებს, ანთებულ თვალებით კორუნდისდა სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემადა იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა,არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა...და მერე წამია წუთისოფელიც კი.და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია!დგას ღამე ფანჯრებთან, როგორც ობელისკიდა ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა,რომ ამ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -ხუთი საათია, ღამის, არასრული.გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული. |