siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-05 - 0:48 AM    
ოცნა გამოვგზავნე შენთან შესახვედრად,ცეცხლი მოეკიდა ბაგეებს...ვნებამ აიწყვიტა,თითქოს ცხენზე შეჯდა...ნისლი დაეფარა სახეებს... როგორც ღვარცოფი,უცბად მოვარდნილი ამ ლამაზ გრძნობას ჯებირს ვერ აუგებ, ფიქრით გალეშილი,სურვილით დაღლილი, ძალაუნებურად გულის კარს გაუღებ...შენი მონატრება გზაზე გაწოლილამშიერი ძაღლივით პატრონს ელოდება,დრო ჩვენს შეხვედრას დარაჯად დასდგომიამაგრამ მანძილს არ სურს ჩემი შეცოდება...

მე ყველაფერი შენს თავს მახსენებს, შენი ხმა მესმის შორი სივრციდან, ბედისწერაა მგელივით რომ გვსდევს ნაბიჯების ხმა მარკვევს ფიქრიდან... არ ვყვები მოდას . მე თვითონ შევქმნი, თუ დამჭირდება.არ ვწერ სიყვარულზე - იმიტომ რომ მე ის აქვე მყავს: დიდი, მშვიდი, ლამაზი...ვწერ სიყვარულივით - ჩუმად, მალულად, მოკლე-მოკლე ფრაზებით - გარეთ ხომ ყველაფერს არ გამოიტან - გულში ვინახავ...დიახ, იყო დრო, როცა ვეძებდი ნამდვილ მეგობარს - და მე ვიპოვნე კიდეც.იყო დრო როცა ნამდვილ სიყვარულს ვეძებდი - შორს მივდიოდი, გავრბოდი, ველოდებოდი...და ვნახე, მივხვდი, რომ აქვე იყო - ყურის ძირში - ნამდვილი ყოველთვის რეალურია, ხელშესახები, ხოლო ის, რაც აბსტრაქტული და იდუმალია - სისულელეა და მეტი არაფერი.ჩემი თავი ნაპოვნი მყავს, კუთხეშია მომწყვდეული და ვამუშავებ - მარჯვენა ჰუკი, ორი მარცხენა - ცხვირში/ნიკაპში, ერთი აპერკოტი მარჯვნიდან - დიაფრაგმაში, მეორე აპერკოტი მარცხნიდან - ყბაში.და მზადაა.ზაფხული მოვა აუცილებლად, შენ ვერასდროს ვერ გააჩერებ მის სვლას - შემოდგომის მერეა ზამთარი, მერე კი ”გა”, და მერე ზაფხული.სევდიანია, კი, მოწყენილი, კი, უფრო უგებ ამ შემოდგომას - მაგრამ გაივლის ეგ სევდაც და ისევ გაგიხარდება შენ ყველაფერი.


მოწყენამ ისევ დამრია ხელიდა ფრაგმენტებად ჩნდება წარსული.არ ვიცი ახლა ვინ მენატრება -ჩემთან მყოფი,თუ ჩემგან წასული.

არ ვიცი ქვეყნად რისთვის მოვედი,ვერ გავარკვიე თავი და ბოლო,იქნებ ცხოვრება მხოლოდ დარდია,ან მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ...

იქნებ ცხოვრება არის სიზმარი,ათასში ერთხელ თვალი გახელა...ჩემს სულში ქრიან უცხო ქარებიდა ამიტომაც მიჭირს გამხელა.

რომ რაც ვიცხოვრე,იყო მირაჟი,ამოუხსნელი იყო ბილინგვა,სულ ვცდილობ,მაინც ვერ გავიხსენესად მიმიყვანა ჩემმა ბილიკმა...
სიყვარული თურმე წვიმაა დათეთრად დაპენტილი ნუში,სიყვარული თურმე ქარია დაროგორ გააჩერებ გულში,სიყვარული თურმე ტანჯვაა დაშორიდან ნეტარებად მოჩანს,სიყვარული თურმე სიზმარიაგამოიღვიძებ და მორჩა...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<