ქარი მაჩუქეთ.შემიგუბოს დილიდან სუნთქვა.ქარი აუშვით,მერე ბოლო შუქიც ჩაუქრეთ,ოღონდაც,როცა ათრთოლებულ თითებს შეგახებთ,სითბო მაჩუქეთ.უკვე ხომ აღარ ვეპარები ფიქრებს ქურდულად,უკვე მაინც ხომ ყველა მზერა გასარანდია,მაინც რატომღაც ჩემს ფანჯრებზე ყვავის კაქტუსი,რატომღაც ისევ ვაკოწიწებ ნდობას დარდიანს.დამტოვეთ თქვენთან,შემაწიეთ ველური რიტმი,ღამე დილასთან გადაგრიხეთ ლურჯი ხავსებითდა თხელ მაჯებზე მოჭდობილი ვერცხლის ხუნდებიკვლავ ძველებური სიფაქიზით გამიხალისეთ.ამომაჭერით ჩადნობილი ძვლების სიღრმემდე,სისხლში შხამივით გაჟონილი გველი-სიცრუე,გადამიბანეთ შემოდგომის ყვითელ წვიმებითდა მარილივით მომაყარეთ უხვად სიცივე,იქნებ სიმართლე შემიხორცოს ხელზე იარად,ქუჩის ძაღლივით რომ უყმუვლებს უჟმურ ამინდებს,როცა ჩამოვხევ კალენდარზე ჯერ უცნობ ფურცელს,საფლავის ქვაზე ჩემს აგვისტოს რომ დააწყვილებს...ქარი აუშვით,სუნთქვას ვიწყებ ისევ თავიდან.ქარს შემატოვეთ,შემალეწოს ეს სიჩაუქედა სანამ თალხი გადამიხმობს სიცოცხლის ფესვებს,რწმენა მაჩუქეთ.. |