siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-24 - 7:30 PM    
ხომ არ მიყვარხარ, მაგრამ მწყურიხარ,

როგორც პირმშოს სწყურს რძე მისი დედის,

წმინდა ხომ არ ხარ, მე მაინც მწამხარ ,

უკუღმართი თუ წაღმართი ბედის.



თუმც კი გრძნობები უხვად მახრჩობენ,

დაუსრულებლად, რომ მრავლდებიან,

ხომ არ მახარებ, მაგრამ სევდასაც,

მაგრამ სევდასაც სიტკბო სჩვევია.


ეს ის სიტკბოა კაცს რომ გაფიქრებს,

წამით არ გტოვებს, გელამუნება,

კაცი ვერ ხვდება მაგ შენს ნაფიქრებს,

მხოლოდ რითმებში გეფსალმუნება.



მე ნუ დამძრახავ თუ ჭკუისა მჭირს,

ასე მიჩვევამ იცის ჩვევისა,

ისე მახვილი ბასრად არა გვჭრის,

ვით უკუგდება გულის რჩევისა.



და შეურყვნელად წავალ, ვინ იცის,

იქ, სადაც მეფე მონის მგზავრია,

მე შენთან მოვალ, რადგან მე შენთან

კვლავ უკვდავება მომიგზავნია...…
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<