დაგშვენდებოდა დიადემა თვლებით შემკული, შენი ბაგე ხომ ღიმილისთვის დაბადებულა, და ცის სივრციდან თვალი ობლად გადმომცქირალი, შენი ხიბლით და შენი ცქერით გახარებულა. შენ ხომ იმ ღამეს სამოსელი გეცვა ფოთლების, და მწვანე ფერში თვალი შენი შავად ელავდა, შენი ცქერით ხომ მოხიბლული იყო ყოველი, თვით ტყეც უჩუმრად უჩვეულო რიტმით ღელავდა. შენ არ გიგრძვნია სიყვარულის მოახლოება, თვით სიყვარული მოგეპარა, ვით მსხვერპლს-ნადირი, სიყვარულისთვის გაჩენილხარ სამარადჟამოდ,
ღმერთმა შეგარგოს, დედოფალო, ქალის მანდილი |