siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-26 - 7:28 AM    
მე მხოლოდ ყვითელს ავკრეფ, დღეს, ფოთოლს,

რომ შემოდგომის დარდით დამათროს...
დღეს სინანული თვალებში მოთოვს
უმისამართო.


დღეს აინთება ყველგან სინათლე,
უკანასკნელიც ჩარაზავს კარებს
და მზისქვეშეთი თუ არ მიმართლებს,
ღამის ხვეული მე შემიფარებს.


წავალ -
უშრეტი ცრემლებით მოვრწყო
ბილიკი, დღისით ვერდანანამი!
ის, ვინც მსოფლიოს წინაშე მორცხვობს,
მარტოობაში არის თამამი.


დე, დარდი ოდენ ღვარონ თვალებმა,
ვიდრე ლოდინით მოვიცელები.
შენ აქ არა ხარ! შენ გევალება
თვლა ტყუპებივით მსგავსი ცრემლების.


სანამდე უნდა სიზმარი ვნამო!
გული საშინელს დანებდა დაღლას
და შუა გზაში, ისევ შენს გამო,
მე სიცხიანი ვაგდივარ ახლაც


და საბოლოო ხმით რომ წამოვდგე,
ათასჯერ მაინც უნდა დავეცე!
ადრე თუ ტურფა მწვავდა სამოთხე,
ცივ სამარეებს ახლა დავეძებ.


ადრე თუ ოდენ გუგები დალბა,
ახლა ორ ცეცხლის შუაში ვრჩები.
ამ ტყვეობიდან, არ ძალუძს, ალბათ,
თვით სამშობლოსაც, გამოხსნა ჩემი.


ვის ვუთხრა, ან ვინ ვიგულო ამქრად,
ვინ დამამშვიდებს სევდით გალეშილს?!
ყველა იმედი ხომ ისე გაქრა,
ვით გაელვება შუაღამეში...


განმეორდები? -
ვკითხულობ მაინც
და უპასუხოდ ველი განაჩენს,
რომ შემოდგომა ვამსგავსო მაისს,
რომ მოლოდინი მაინც გადარჩეს!


...მე სიყვარულმა ისე დამცადა,
ცეცხლს ვეწაფები სულის თუნგიდან.
ახლა, ნეტავი, შენთან დამსვა და
მერე დამფერფლა მანდვე, თუ გინდა!

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<