დაბადებიდან არსობის დრო მხოლოს წამია,
სამოთხიდან კი გენიამდე ნაბიჯი ერთი,
მთელი ცხოვრება სინანულის, ტანჯვის ჟამია,
თუ ეს შეიცან, უკვდავი ხარ, შენთან არს ღმერთი.
სარწმუნოება, სიყვარული და სასოება,
გზა არს ცხონების უმოკლესი და ერთადერთი,
გულში აინთე წმინდა სანთლად ეს სათნოება,
თუ ეს შეძელი, ნეტარი ხარ, შენთან არს ღმერთი.
გოლგოთას გზაზე დაიწყლულა იესომ თავი,
იტვირთა ჯვარი, აღადგინა წყეული მკვდრეთი,
ჩვენთვის დაიკლა სამსხვერპლოზე ვითარცა კრავი,
ამაღლდა ზეცად, მაგრამ მარად ჩვენთან არს ღმერთი...!!!