აშენებაა ძნელი თორემ,ნგრევას რა უნდა... გამთელებაა ძნელი თორემ,მსხვრევას რა უნდა... გაცოცხლება თქვი თორემ სიკვდილს? წამები უნდა... სიკეთე მითხარ,ბოროტება? არავის უნდა. მე ღმერთს ვადარებ,ვინც დანგრეულ გულებს ამთელებს... ვინც კი არ ანგრევს,სიყვარულის ტაძარს აშენებს... მე მზეს ვადარებ, ვინც სიკეთის ნერგებს აცოცხლებს... ვინც თბილი გულით მომაკვდავსაც კი გააცოცხლებს.. |