წანწალით დაღლილი ძაღლივით მოვალ და კარებთან დავწვები, თვალები მექნება დახრილი, მზერა კი_დიდი და ხანგრძლივი. ბარათით დაღლილი მტრედივით სარკმელთან სიახლეს მოგიტან, მერე დაგეხვევი რეტივით მთვარის უალერსო ლოგინთან. ოჯახით დაღლილი სახლივით ხმაამოუღბლად გინატრებ. წანწალით დაღლილი ძაღლივით კარებთან მოგიტან სიმართლეს. ოდესღაც მიყვარდი! |