გთხოვთ ,გევედრებით,მდაბლად მლოცველებს, ამომაგლიჯეთ,ამომძიძგნეთ მკერდიდან გული, მე ვერ გავუძლებ მის ქარიშხლებს,ვნებებს,ოცნებებს და დაბრმავებულს შთაგონებით მღელვარე სურვილს.
მე ვერ გავუძლებ მის ცხოველურ,ველურ სიცოფეს, ამომაგლიჯეთ,ამომძიძგნეთ მკერდიდან გული, ასი სიკვდილით არის ჩემში ერთი სიცოცხლე, აზრთა სიმაღლე,–სიმახინჯით და სიყვარულით.
მე ჩავამტვრიე ცის კამარა,აი ,მოვედი, და მიწიერი სამყოფელი გამოვიძიე, ვნახე,შევიცან...მე სახელად მქვია პოეტი, მე პლანეტებში დედამიწა ამოვირჩიე.
გამასწრო ქარმა,გაბედა ქარმა,პირველად სცადა, დავღლილვარ ალბათ და მის ხეტიალს ჩამოვრჩი დროში. მე დავრჩი გაღმა,ყველაფრის გაღმა,წყვდიადში სადღაც და დედამიწა დამეკარგა ვარსკვლავთა ბრბოში.
ძირს სამოსელი დაჰყარა სულმა. ფიქრი შეეხო დამჭკნარ იმედებს. ასე სიკვდილზე შეყვარებულმა სიცოცხლე მაინც ვერ გავიმეტე.
|