siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-26 - 10:35 AM    
რა მოხდება შენც რომ ჩემი ნოტებით გესმოდეს??? ნოტები გეტყოდნენ სათქმელს, როგორ თბილად ბნელა არა??? როგორი მგრძნობიარე ხარ, დახუჭე თვალები და მოუსმინე ვიღაცა საქსაფონზე უკრავს …

რა დიდი ძალა აქვს ნოტებს, ძალიან დიდი თუ შენი ფიქრები მოერგება ზუსტად. ფაქიზები არიან, ნაზები, ვერ იტანენ სიყალბეს, უწესრიგობას. მოდიან ერთმანეთის მიყოლებით და მოაქვთ ემოცია, გრძნობა. ძალიან უყვართ ერთმანეთი, ისე უყვართ რომ თუ ერთი გამოგეპარა, მომდევნო ისე აყვირდება რომ იძულებული ხარ აღირო შენი უყურადღებობა. ნოტებში შეყვარებულებიც არიან, ისინი ძალიან განსხვავდებიან სხვა ნოტებისაგან, რადგან იპოვეს ერთმანეთი და შექმნეს აკორდი, ძლიერები არიან ასეთი პატარა ოჯახები და თავმოყვარენი, ვერ იტანენ შეურაცყოფას და თუ გულდასმით არ დაუგდე ყური მათ მობრძანებას, შეგარცხვენენ მელოდიასთან და გაწითლდები. მათ შორის ნაზებიც არიან ზალიან და არიან ამაყებიც. ნაზები პიანოს შვილები არიან და გამოირჩევიან კდემამოსილებით, უმეტესად ჩურჩულით გეუბნებიან სათქმელს. აბა როგორ შეედრება ისინი ფორტეს შვილებს, სიამაყე რომ გამჯდარი აქვთ ბუნებაში და მოდიან და მოარღვევენ რიგებს. ისე დასჭექავენ რომ კაი დედმამის შვილი ხარ და არ გაიგონებ სათქმელს. ნათესავებიც არიან. ხშირად ორი გვარისანი ერთად მოდიან თავისი სამფლობელოებიდან და თითოეყლ გვარს თავისი გასაღები აქვს, "ბანელები” უმეტესად ქვემო უბანში ცხოვრობენ და ძირითადან მიმართულებას აძლევენ მწყობრს.
დავალება აქვს ნოტებს ძალიან დიდი, და თუ არ შესარულებენ თავის მისიას ისე მოკვდებიან, რომ დამტირებელიც არავინ ეყოლებათ, მაგრამ თუ პირიქით მოხდა მაშინ დაისაკუთრებენ სამარადისო სიცოცხლეს…

სანთელიც ჩაიწვა, როგორ მოგეწონა ბოლო აკორდი????
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<