ამბობენ,რომ ნაღვლიანი თვალები მაქვს…არ ვიცი…იქნებ მაქვს კიდეც…ზოგჯერ
თვითონაც ვიჯერებ…მაგრამ ზოგჯერ, მახსენდება, რომ საკუთარი თავის მოტყუება
შემიძლია…როდესაც საკუთარ თავს ატყუებ, ტყუილი ხომ ძალიან ჰგავს
სიმართლეს…?
საკუთარმა თავმა დამღალა…მაგრამ…ხომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ….ვჭირდები და ჩემთან ყოფნა უნდა…??
სიშორე და მონატრება კლავს…მაგრამ სიყვარულს კი ვერ ერევა…მე მკლავს…
და რომ მოვკვდე, ვიღაც ხომ იტირებს…? ვიღაცას კი ჩემსავით ჩაეღვრება თვალებში სევდა…
რისთვის..? ვღირვარ კი მე ამად…?
მაგრამ, ვიღაცისთვის ხომ ვღირვარ…? ვიღაცისთვის ხომ ძალიან მნიშვნელოვანი ვარ…?
რეალობა ძალიან ლამაზია…ნებისმიერ ოცნებას მირჩევნია…
ძალიან ლამაზი ვარ მეც…ვიცი…სარკეში აღარ ვიხედები…ჩემი საუკეთესო სარკე შენ ხარ…
ამჩნევ ,რომ მე და შენ ყოველთვის ერთნაირად ვფიქრობთ…? ერთნაირ სიზმრებს
ვხედავთ... ღიმილიც კი ერთნაირი გაგვიხდა… თვალებით სიცილი ვისწავლეთ…
ვიცი,რომ
ამას შენც ამჩნევ, მაგრამ… რატო მეწინააღმდეგება ცხოვრება ყოველთვის..?
ჯერ ფორას მაძლევს და მერე ისევ მორიგი მატი…ისევ ვაგებ…
ალბათ ოდესმე მაინც მოვუგებ… იმიტომ, რომ ჩემი სარკე ხედავს ჩემში მხოლოდ საუკეთესოს…სიხარულს…სიყვარულს…და ბედნიერებასაც…