ნივთი როდი ხარ ადამიანო, ვიღაც რომ ამბობს: "ხელი არ ახლოთ მხოლოდ ჩემია" სასაცილოა... რა გიხარია? ალბათ ის, რომ იძახის შენზე: "დაკავებულია"... ადგილი ჰგონიხარ მგონი ამის მთქმელს და ცოტა ხნით მართლაც დაგიკავებს მერე რა, მობეზრდება ადგება, წავა სხვაზე იტყვის იგივეს ალბათ... და შენ კი, მაშინ როცა იფერებდი, რომ გიხაროდა_ მისაკუთრებსო, დღეს ისევ ისე ცარიელი ადგილი დარჩები, ვიღაცის ლოდინში... გეყოფა! იქნებ გაახილო თვალები იქნებ გაერკვე რა ხდება სხეულს შეიძლება დაეუფლო, იქნებ მოიპარო გულიც, მაგრამ მთავარი ხომ შენი პიროვნულია, სულია, ის ხომ შენ გეკუთვნის როგორ აძლევ იმის ნებას რომ დაიჩემოს: "მხოლოდ ჩემია" ეკუთვნოდე საკუთარ თავს და არავის სხვას, იმაზე მეტია ვიდრე ტკბებოდე იმით, რომ ვიგაც გისაკუთრებს ნივთივით... ასე თუ გააგრძელებ დღეს ვიღაც გიყიდის, ხვალე გაგყიდის, ზეგ სხვა დაგიკავებს და ასე იბრუნებ ამ ცხოვრების უაზრო წრეზე... |