მე ვდგავარ მთაში,ცივ ღრუბლებში თავაწეული,
ია და ხავსი ჩავიქსოვე აწეწილ თმაში
და ზოგჯერ ქარი,ყაჩაღივთ შემოსეული,
დალეწავს ხეებს,ნადირების ნაკვალებს წაშლის
,ყვირიან მაშინ მარად მძლავრი იორის მთები,
დგანან ამყნი მთიულურად და დიდებულად.
მეც მომინდება ბალახებში გავრიო თმები
კუნძის კიდურზე თავმიდებულმა,
მუხის ქვეშ ძილი,კურდღელივით თვალგანაბული..
.და თუ უეცრად რამის ჩიტმა შეიფრთხიალოს,
გამეღვიძება,ღამე ფშვინავს ჩაშავებული,
ან ბუ მეძახის ''იპოვეო,ადამიანო?''
ავდგები დილით დანამული და ჯანმაგარი,
ავასწრებ არწივს,გადავუვლი ხეებს ხმაურით
და ქვაკაცასთან წყარო,რომ ქუხს,მთების ანგალი,
პირდასაბანად მე და ჯიხვი ერთად ჩავივლით.