ფიქრი ფიქრად დარჩეს…
ვეღარ გადამარჩენს.
მორჩა ნაფიქრალი თავნება.
წლები დავითვალე..
ნუთუ დავიღალე..
ნუთუ ყველაფერი მთავრდება..
რჩება სინანული..
სულში მიმალული..
წლები ნეტა საით წამიყვანს..
ცრემლი დავატანო
და ქარს გავატანო?..
არა, დავიწყება არ მიყვარს..
მე სულ აქ ვიქნები..
ლექსში ავინთები..
ლექსად მოვალ როცა მინატრებ..
მე ხომ ის ვიყავი
ცა რომ გაგიყავი..
ახლა დარჩენილსაც გინათებ..
წლები გამეცალა..
ფიქრი არ მაცალა..
მიდის და წამებსაც არ მარჩენს.
მაინც აქ დავრჩები,
ლექსში გადავრჩები..
ლექსად მოგიყვები დანარჩენს.