დაღლილ თვალებში დაიბუდა მძიმე სიზმარმა… გრძნობა ღმუოდა სიბნელეში როგორც მდინარე ! არსად იმედი, ამომშრალთა თვალთა წამება თითქოს გავქრი და სიყვარულში გარდავიცვალე…
უცებ ვინატრე , რომ თვალები შენი მეხილა, თუგინდ შორიდან წამით მეგრძნო მათი სისველე. მაღლით, ზეციდან უფლის მადლი გადმომეფინა და ამ ბოლოჟამს შენი სითბო, სიტკბო ვიგემე.
სულში ჩამესმის ქვითინივით ზარის წკარუნი გულში მეღვრება სანთელივით, ღამის ზმანება… თვალებს ასველებს სისხლისფერი ცხელი წყარონი ნუთუ ეს ღამე აღარასდროს არ გათენდება ?!
დაღლილ თვალებში გაიგუდა მძიმე სიზმარი… ტანჯვის, წამების, ცოდვის მეფე ღამეც დანებდა. უფალმა , ისევ გვისახსოვრა ჩვენ სიყვარული გაიღვიძა მზემ, უწინარეს დილა გათენდა… |