ახლახანს გათენდა... ღრუბელთა მანტია ამღვრეულ თვალებში იჭრება კარტივით... მე ისევ მარტო ვარ... ირგვლივ კი მარტია - უბრალოდ რთული და ძალიან მარტივი . ღმერთი ხარ? - მაშინ მე ურწმუნო თომა ვარ - ვნახოთ ვინ გაიტანს და ვისი აჯობებს... უკვე წარსულივით ვიგონებ მომავალს, არმოსულ გაზაფხულს თვალებით ვაბოდებ . მე ახლა ნამდვილად არ ვიცი რა მინდა... ჰაერი ირწევა ნასვამი კაცივით... შენ შეცდი ძვირფასო... დახარე თავი და დაღუპულ ზმანებებს მიაგე პატივი! . ერთი საოცრება მოხდა და წავიდა, მსუბუქი ოცნება დამძიმდა დარდივით, მარტიც მერამდენედ მეწვია თავიდან და ფიქრებს მირიგებს აჭრილი კარტივით... . დავითვლი ცრემლებად ჩამოღვრილ ღამეებს - თვითეულს სიკვდილზე მეტადაც ვაფასებ... ახლახანს გათენდა... ეგეც თუ რამეა... იმედებს ბავშვივით ჩამოვწერ დაფაზე... . დაღლილი თვალები კიბეზე აგდია, ჰაერი ირწევა ნასვამი კაცივით... შენ შეცდი ძვირფასო... ირგვლივ კი მარტია - უბრალოდ რთული და ძალიან მარტივი |