შენი კაბის შარიშური მომკლავს, სურნელება თმებში ჩახლართული, აბა, როგორ შეგადარო მოყვასს? კოცონი ხარ,ღამით დანთებული.
ტუჩებ-ბროწეულო ღაწვებ-მოწეულო ყელზე მარგალიტის ოხვრა...
მკერდზე- ყვავილნარო იქით,ავო თვალო! არ გასამეტებო ცოლად...
თეძოს მიხვრა-მოხვრა, გულის მითქმა-მოთქმა, ვაჰმე,წართმეულო გრძნობავ!
ქალო- ალქალო კვირტის სადარო მინდა დაგიჩოქო მორცხვად!
შენი კაბის შარიშური მომკლავს, სურნელება თმებში ჩახლართული, აბა, როგორ შეგადარო მოყვასს? კოცონი ხარ,ღამით დანთებული |