ვილაპარაკოთ გულთან და გულზე,
ვილაპარაკოთ ცრემლებით ცრემლზე,
იქნებ ჩემს ტკივილს ვიღაცა უსმენს,
ვინ იცის იქნებ ... უნდა და ეძებს.
ვილაპარაკოთ მზეზე და ვალზე,
ბალახზე, ქალზე, პურზე და სისხლზე,
არამც და არამც მირაჟზე, ნისლზე,
მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილზე, ნაღდზე.
ვილაპარაკოთ, გრძნობებით სავსემ,
მიწაზე, ხნულზე, მთვარეზე, მარსზე, ძალიან ძუნწად საკუთარ თავზე,
ძალიან ბევრი სხვისთვის და სხვაზე.
ვილაპარაკოთ,რამდენი მართლაც
ჩვენ ერთმანეთის გვჭირდება სითბო,
რამდენი უნდა გვეთქვა და არ ვთქვით,
რამდენი მართლაც ვერა ვთქვი თითქოს.
ვილაპარაკოთ ცრემლზე და სისხლზე,
რომელიც უნდა დავღვაროთ ისევ,
ან რაც დავღვარეთ ... ვილაპარაკოთ,
დიდი ხანია ჩვენ ვდუმდით ისეც,
ვილაპარაკოთ ...ვილაპარაკოთ ... |