ახლა სიგარეტით ფილტვებს ვიხეთქავ და ქუჩებს დავუყვები ფოთლებით დაფენილს. (შვებას რამდენად მგვრის სულ სხვა საკითხია) კრიტიკულ ზღვარზე ვარ,ასე ვთქვათ გაფრენის.
იცი? უშენობას ისე მივეჩვიე... შენი მონატრება მექცა პროფესიად. ღმერთიც მივატოვე,ახლა მირჩევნია ეს ნაცრისფერი ცა,ყველა კონფესიას.
და თუკი სიგიჟე ჰქვია ჩემ საქციელს ამ ლექსსაც სიგიჟის დაერქვას დასტური. ასეთად... ისევ და ისევ, შენ მაქციე თუმცაღა ბედის მე არ ვარ უმადური.
რადგანაც სითეთრე და დეკემბერია, მინდა შენთვის შევქმნა ფიფქის სონატები. და რომ არსებობდეს,ნობელის პრემიას, უთუოდ მომცემდნენ დარგში, მონატრების... |