სიყვარულს შეუძლია ხატის წინ და გაჩოქოს,წმინდათა-წმინდა სანთელი განთებინოს;
სიყვარულს შეუძლია ღმერთის წინაშე
წმინდა სიყვარულის ლოცვა გათქმევინოს,
სიყვარულს შეუძლია ვინმე მოგანატროს,
თუნდაც ახლოს იყოს შენთან;
სიყვარულს შეუძლია მიწაზე მცხოვრები
მაღლა აიყვანოს ღმერთთან;
სიყვარულს შეუძლია ცამდე აგაფრინოს,
მოულოდნელად მიწაზე დაგცეს;
სიყვარულს შეუძლია ტკივილი მოგაყენოს
და ეს ტკივილი ბოლომდე დაგრჩეს;
სიყვარულს შეუძლია მწარედ აგატიროს,
ცრემლი მოგადინოს თვალზე;
სიყვარულს შეუძლია ჩუმად აგამღეროს,
დაგსვას და საოცარი ლექსი გაწერინოს;
სიყვარულს შეუძლია … ბევრი რამ შეუძლია,
პატარა სასმისი ხელში გაჭერინოს,
გსურდეს დიდი გრძნობით დალიო სადღეგრძელო
და ეს სადღეგრძელო ლექსად გათქმევინოs