ტირი?.. -ხო ვტირი... -მერე და რატომ? ეს ქარმა მკითხა დარჩენილს მარტო… გიყვარს? -ჰო,მიყვარს… "რამ შეგაყვარა?"-დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი, ქარი კი დაქრის დღისით და ღამით. და მეკითხება:" რად გიყვარს მაინც?" -თუ გიღალატა და მიგატოვა ის სიყვარულის რაღა ღირსია? -დამნაშავეა...მაგრამ რა ვუყო რომ ჩემი გული მხოლოდ მისია… -პატარა ქალო!ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ-ის ხომ სხვისია! -გაჩუმდი ქარო...ნუ ვეყვარები არ დავუჩოქებ,ნება მისია, მაგრამ სიყვარულს და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად,ნისიად… |