siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-05 - 6:22 PM    
სიკვდილი არა არის რა,
მე მხოლოდ გაგმა მხარეს გავედი,
მე ისევ მე ვარ,შენ ისევ შენ ხარ,
რაც ვიყავით ერთმანეთისთვის,ისევ ვართ საუკუნოდ.
ისევ ისე მომმართე,როგორც ყოველთვის მოგიმართავს.
ისევ ისე მესაუბრე,როგორც ყოველთვის გვისაუბრია.
ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი!
ნუ მიიგებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს!
გაიცინე,რაზეც გეცინებოდა.
ილოცე,გაიგიმე,იფიქრე ჩემზე.
ჩემთან ერთად ილოცე!
ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას,როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა
ყოველგვარი ზეაწეულობის,ყოველგვარი ნაღველის გარეშე.
სიცოცხლე ამასვე ნიშნავს,რასაც მუდამ ნიშნავდა.
იგი ისევ ის არის,რაც მუდამ იყო.
ძაფი არ გამწყდარა.
რად გგონივარ შენს ფიქრთა გარეთ?
იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ?
მე შორს არა ვარ,ზუსტად გზის გადაღმა ვარ...
ხომ ხედავ ყველაფერი კარგად არის...
ნუ ტირი,თუ მართლა გიყვარვარ,
თუ მართლა იცი რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი,
თუ ძალგიძს გაიგონო ანგელოზთა გალობა
და ანგელოზებს შორის დამინახო.
თუ ძალგიძს იხილო გადახსნილი თვალსაწიერი,
საუკუნო სამყოფელი
ახალი ბილიკი რომელსაც ვადგავარ!
თუ წამით ძალგიძს,ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას,
რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერკმრთალდება!
როგორ!თუკი საწუთროში,აჩრდილთა საუფლოში,მხედავდი და გიყვარდი
წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?
გწამდეს,როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს,როგორც მე ამყარა,
როცა ერთ დღესაც,მხოლოდ ღვთისათვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს,
შენი სულიც სასუფეველში შევა,სადაც შენმა სულმა შეგასწრო,
იმ დგეს შენ კვლავ შეხვდები მას,
ვისაც უყვადი და ისევ ისე უყვარხარ,
კვლავ პოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას პოვებ,
ოღონდ უფრო განწმედილს.
შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ!!!!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<