ჩემს სიმარტოვეს აკვანში ვარწევ, ჩემს სიმარტოვეს ბავშვივით სძინავს, როცა შენა ხარ ჩემს სიახლოვეს, მაშინ შენს გარდა არავინ მინდა. ამდენი სევდით ნატკენი გული, მხოლოდ შენი თმის შეხებით თბება, მინდა გაგიყო, გაჩუქო სული, რომ ჩემი სითბოც შეიგრძნონ თმებმა. რამდენჯერ ღამით სიზმარში გნახე, რამდენჯერ ფიქრით მოვსულვარ შენთან, ჯერ კიდევ შენში რამდენი რამე, შეუცნობელი,საგრძნობი მრჩება. ათას ქუჩაზე მივლია მარტო, ასი ათასჯერ მიყვარხარ მითქვამს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი რატომ, ვერ მოვუძებნე შენს სახელს რითმა. მინდა გაგიყო გაჩუქო სული, მინდა ზეცაში ავფრინდეთ ერთად, რომ შენც შეიგრძნო ოცნების სული, ეს ის ზეცაა ჩვენში რომ რჩება... ერთ კოცნას ჩუმად მოვპარავ ღამეს, ერთ კოცნას მუდამ ვატარებ ჩემში, რომ თუ ოდესმე ჩაქრება მთვარე, მე ერთი კოცნა მექნება შენთვის.. |