ჩემი სიყვარული შენ გგავს რაღაცაში შენი სურნელი აქვს, შენი გემო დაკრავს ნაზად მოხატულა, მალვით მეპრანჭება ღრუბლებში დაქრის და ცაში კამარას კრავს
მავიწყებს გარდასულს, მახარებს აწმყოთი მომავალს მიხატავს ცისარტყლის ფერებით ჩემი სიყვარული სულ შენ დაგემსგავსა მაგიჟებს ფერებით, მათბობს მოფერებით
შენა გგავს იერით, ეშხით და ლაზათით ხმაც შენსას მიუგავს, სხეულიც ნატიფი ჩემი სიყვარული შენ დაგემსგავსა და სხვა სიყვარული აღარ მწამს არცერთი |