siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 1:07 PM    
მოგესალმებით, მეომარნო ქართველნო,
შვილნო ღვთისაო
წინ გამარჯვება გველოდება,
მარცხი მტრისაო.

ქართველნო ისევ მე მოგმართავთ,
თხოვნა მაქვს ერთი
მტერს ნუ იცოდებთ, დავამარცხოთ
გწყალობდეთ ღმერთი.

არ დაგვავიწყდეს წინაპრები
ჩვენი დიადი
წინ! შევუტიოთ და გავფანტოთ
ბნელი, წყვდიადი.

არ დაგვავიწყდეს წინაპრები
შოთა, ილია
მათი ღვაწლისგან საქართველო
არ დაილია.

ნუთუ არ გახსოვთ საქართველოს
განვლილი გზები,
ნიკოფსიითგან დარუბანდამდე
ჩვენი საზღვრები.

დღეს საქართველო აღარ არის
ისე ძლიერი
მოდით ვიბრძოლოთ, აღუდგინოთ
ძველი იერი.

არ დაივიწყოთ წინაპრები
ქართველ მეფენი
აბო, ქეთევან, შუშანიკი
დიდი ეფრემი.

არ დაივიწყოთ მონასტრები
ოპიზა, ზარზმა
დაე დარეკოს საქართველოს
დიდების ზარმა.

და ნუ ივიწყებთ მუდამ გვახსოვდეს
„გურიის მთები"
და წინ „მერანმა" ჩვენ გაგვინათოს
სავალი გზები.

„ლურჯა ცხენები" მიმაქროლებენ
„ლაჰილზე ისევ"
და „ბახტრიონი" ისევ შორიდან
მიჩვენებს ცის სვეტს.

ისევ აღსდგება დაღუპული
„ხოგაის მინდი"
გადაეკვრება „გველის მჭამელს"
თვალებზე ბინდი.

ისევ გასინჯავს მუხრანის ბოლოს
ყივჩაღი იარაღს,
ქართველი ქრივი ალმაცერად
გასცქერს იალაღს.

ისევ დაყვება საქართველოს
იგი აჩრდილი
ალბათ საფლავში ისევ შფოთავს
მეფე არჩილი.

ისევ იპოვის თავის თანატოლს
ობოლი სული,
რომ აღარ იყოს ქართველებში
ბოღმა და შური.

გალაკტიონის გავიხსენოთ
„მთაწმინდის მთვარე”
მას ასე სურდა რომ მარტო იყვნენ
იგი და ღამე.

და კვლავ ალუდა მსხვერპლს შესწირავს
გმირების სახელს
ის ჩვენში ცოცხლობს, გავუფრთხილდეთ
„კაი ყმის" სახეს.

კვლავ ბარათაშვილს ესალმება
შორიდან მტკვარი,
ისევ ეძახის ზვიადაურს
ჯოყოლა მკვდარი.

გამოიდარებს იმათ გულებშიც,
დადგება დარი.
ჩვენ დავაფასოთ და გავუღოთ
სამოთხის კარი.

ხომ ყველას გახსოვთ მეომარი
ბაჩლელი ლელა?
ასეთი არის ქართველი ქალი
გაიგოს ყველამ.

მუდამ გახსოვდეთ ილია მართლის
„მამაო ჩვენო"
მე ერთს გისურვებთ, ყველამ იხარეთ,
გამრავლდი ერო!!!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<