ახლა სიყვარულის დრო არ არი,
შენი დრო უკვე წავიდა...
თანაც პატარა აღარ ხარ,
ამის დაჯერება არ გინდა.
ახლა სიყვარულის დრო არ არი,
ის ბიჭი სხვა გზით წავიდა,
შენთვის ზღაპრები დამთავრდა..
ამის დაჯერება არ გინდა.
არ გინდა მარტო იცხოვრო,
მარტო სიცოცხლეც არ გინდა...
სიბერე შემოგეპარა
ამის დაჯერება არ გინდა.
სიბერე? ხო არ გაგიჟდი,
ცხოვრებას ვიწყებ თავიდან,
მინდა ,,ვიღაცა" მოვიდეს,
მარტო სიკვდილიც არ მინდა...
მინდა ისევე მიყვარდეს,
ფრთები გავშალო თავიდან...
რა ვქნა სიკეთეს მოველი,
ცუდის დაჯერება არ მინდა.....