siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-26 - 11:37 PM    
რად დააბნელეთ მზე?!
ვიცი არ არის ღამე!
რატომ კაიფობთ ჩემზე?!
ვერ დავამუღამე!

რატომღა მიგებთ ციხეს?!
თავზე დამადგით კლდე!
სწორედ ეს მაფსიხებს,
რომ უნდა დაგაკლდე!

არ ვცნობ თქვენს ნათქვამს,
ვერ დავიკიდე!
და გათხრილ საფლავს,
უნდა დავაკვდე!

ეს გულის ჯავრი,
გამაზრდევინეთ.
და ნაღვლის ჯამი,
დამალევნიეთ.

ქარი აღარ ქრის დღეს!
აღარც ნიავი!
თქვენთვის სიძულვილის ვთეს!
მოიმკეთ ავი!

თუ არღვევ წესს,
გელის საფლავი!
მე საცოდავად ვკვნესს,
ამტკივდა თავი.

აყვაო შუღლს,
ასე იტყვიან.
მე გიშვერთ შუბლს
ჰა გაიმეტეთ ტყვია!

გათელავთ როგორ ბურთს,
რომელიც გორავს ტყვილა.
ჩემს ცეცხლმოდებულ გულს,
რადგან ვერ მოიტყვილა!

მძაგს ყველაფერი ფარისევლური,
ღმერთებს გიფურთხებთ!
ჩემი გინება არის ველური,
დედებს გიკურთხებთ!

მე ვებრძვი ყველას,
კარგსაც და ჩათლახს!
მოველი წყევლას,
თქვენგან და მათრახს.

ვიღაცის ხელი,
მოზიდავს ჩახმახს.
და ტყვია ცხელი,
ჩამიკვნიტავს ხმას!

მნატრულობს ღონემიხდილს,
რადგანაც ვძულვარ ბრბოს.
უკან ვუცინი სიკვდილს,
და მივაჭენებ დროს!

ვთვრები დილიდან,
და ვერ გივიწყებ.
მე ამ ძილიდან,
ვეღარ ვიღვიძებ.

ვეღარ იგროვებს ღრუბლებს,
ამ ცაზე აღარ ქუხს!
როცა გაცვითავს ტუფლებს,
ჟამი ეძლევა მწუხრს.

ვერ ვიტან,
რომ გიფურთხებენ სულს.
შმორისგან მოსულს შორიდან,
ვგრძნობ ამ სიდამპლის სუნს!

ეს ქვები და მიწა,
წინაპრის საფლავს ჰგავს.
აწმყომ რომ წაბილწა,
შიგ მომავლსა რგავს.

მე მესმის ის ხმები,
მჯერა მათი და ვაფრენ.
ეჩეხებიან ხმლები,
მტრებს ვეღარ დავაფრენ.

ჰგავს სატანის ნახმარ,
ორსულ ავსულს.
ვიხსენებ ხანდახან,
ავბედით წარსულს.

არ ღირს ამდენი ტანჯვა,
იქნებ ჯობია ძილი.
თუ გინდა რომ გააჯვა,
გათვალე მანძილი.

ტყვიებს ვალაგებ მარცვლად,
მე აღარ მიდუღს სისხლი.
ვიხლი თოფს თქვენს ნაცვლად,
და თავის ქალას ვიხსნი.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<