siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-02-26 - 10:58 PM    
მე მომწონს, ქვეყანაში მეფობა სიყვარულის,
გულში აფეთქება ცოდვის სინანულით.
მე მომწონს, ოცნებებით აღვსილი ფიქრები,
უეცრად რომ დაათოვს მიწას ფიფქებით.

მე მიყვარს ღიმილი მაგ შენს თვალებში,
და სიყვარულის ახსნა ღამეში.
ჩემთვის ხომ ყოველი თბილი სიტყვა ხარ,
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ.

წახვედი, დამტოვე, რა მოხდა გარშემო?
ახლა იმედებით დღითიდღე ვარსებობ.
სასთუმალს გელიან ეს ჩემი მკლავები,
ტუჩები კოცნებით დანამთვრალები.

ახლა სხვა გზებზე სიარულს დავიწყებ,
დამშრალ ჭას ცრემლებით ყოველ დღე ავივსებ.
ამ გულში შეგიშვი და მუდამ იცოცხლებ.
დღეგრძელი იყავი, იცოცხლე, იცოცხლე!

როგორ შეიძლება შენ გვერდით არ ვიყო?
ზამთრის ყინული სულ სხვამ რომ გაგილღოს,
ახლა მომიწია უჩუმრად წავიდე.
ამ გულში დაგტოვო, შენიდან გავიდე.

ხეტიალს მოვრჩები ღამეს ვეხიზნები,
უკვე მერამდენედ, ცხადშიც მესიზმრები.
მოვრჩი და გავთავდი ფუცლებიც მელიან,
თავს ვერ ვაჯერებ, უშენოდ ძნელია.

დავტოვე დარდებით აღსავსე სამყარო,
ახლა მე დევნილი ქვეყნად ვინ მატაროს?
ჩემი გრძნობები უკვე მოგწყინდა.
ერთი უაზრო არსებაც მოგცილდა.

ჩემამდე მომსვლელი კარები დავხურე,
ფანჯრიდან ჩვენს ბილიკს ცრემლებით გავყურებ.
სითბო მწყურია, სიტყვები კრძალული,
ყველა გრძნობაა გულში დაკრძალული.

ლექსია ფარული გრძნობებით ტენილი,
დამბაჩა მიჭირავს ხელში დატენილი.
რათ მინდა სიცოცხლე? თუ არ მეყოლები,
რათ მინდა ნუგეში მე ჩემი ტოლების.

ჩამოვთვლი ათიდან ალბათ ერთამდე,
რათ მინდა ეს მიწა ან თუნდაც ეს ცა მე?
ათი, ცხრა, რვა, შვიდი და ისევ ერთი,
დამბაჩას გამოჰკრა! ფარავდეს ღმერთი!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<