სადგურები ლიანდაგით დაფენილი მირჩევნია უცაბედი გამგზავრება, როცა სადმე გაჩერება გეზარება, ქალი მარტოდ ბაქანზეა დარჩენილი.
იცის, აღარ მოვა, მაგრამ ელოდება, მაღლა იხედება და ცრემლს ჩუმად იშრობს, ძალით გაღიმებას შეეცდება თითქოს, მოაქვს ნოსტალგიას ძველი მელოდია.
მე ყოველთვის გამგზავრება მიყვარს მარტო, არასოდეს მყვარებია გაცილებაც, როცა წამით აუტანლად აცივდება, ამ სიცივეს ვერ უშველის თბილი პალტო.
ხშირად ხდება, ელოდები, მაგრამ არ ჩანს, რჩება მხოლოდ მოგონების სიფერმკთალე, ნუ ინანებ, თუკი მაინც შეიყვარე, ქალი თავს ხრის, ნელა-ნელა სტოვებს ბაქანს. |