siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-27 - 0:16 AM    
მე დამესიზმრა ფოლკნერის დათვი.
ჰო, შეიცვალა ხანი, ბუნება,
ახლა უცხოა ხალხისთვის ხალხი,
უღრან ტყეებში მსურს დაბრუნება.

როცა მწყინდება ჭერი და სახლი
და ქუჩაც ჩემთვის უცხოა როცა,
მე მესიზმრება ფოლკნერის დათვი,
მიყურებს, მელის, მეძახის, მოთქვამს.

და მენატრება მწვანე რტოები —
იქ შეიძლება თავის დაღწევა —
და უღრან ტყეში განმარტოებით,
მარტოობისგან მინდა გაქცევა.

ვინც მყვარებია, დამტოვებს ნელა
და აღარ ვიცი, ვინ შევიყვარო.
ღამის ქალაქში უღმერთოდ ბნელა,
მე შენთან მოვალ, ეჰ, მეგობარო!..

მე შენთან მოვალ, ქალაქს დავტოვებ,
რადგან ბევრი გვაქვს, ალბათ, საერთო,
არ შეგვაწუხებს ჩვენ სიმარტოვე —
გიამბობ რამეს, ერთად გავერთოთ.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<