siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-27 - 12:12 PM    
შავად ვაფერადებ მომაკვდავი მე მარტოობას
მკვდარი ფიქრები გახლეჩილ გულს, რომ დაამძიმებს
მე გულს მეცემა ქარწასული შიშების ხროვა,
შენი სხეულის მონატრება რომ გამაღვიძებს.
ვდგავარ მიწაზე სადაც შენი ღიმილი ტირის,
მუხლზე დაჩოქილს ფაიფურად მექცა სხეული
და დახოკილი სახეები თვალში ათასჯერ
მიწას გაყრიან, ვიფერფლები მე დახეული.
შენთვის ტიროდა ბეთჰოვენის ნოტთა მაისი
და თვით მოცარტის მელოდია იწერებოდა,
შენ რომ დამტოვე მეც ხელებში მოგიკვდებოდი
შენი გრძნობების უკვდავყოფა, რომ არ მდომოდა.
გადამიქარდი, ამიალდი ვით გეენია
ყოველ მეორეს თანაგრძნობას ვემათხოვრები,
არავინ მითხრას უკვდავება არ არსებულა
შენ თუ დამტოვე, მე საუკუნოდ მემახსოვრები.
მოგიკვდებოდი და იტყოდნენ თურმე გოგონას
სიკვდილზე მეტად სიყვარულის შეშინებია,
მოგიკვდებოდი და იტყოდნენ ქუჩის მათხოვარს
სიკვდილის გარდა სანუგეშოდ რა დარჩენია.
ვიდრე გავუძლებ ოცნაბასაც ემახსოვრები,
არ მოგიკვდები, რომ საუკუნოდ მიყვარდებოდე,
გავაფერადებ მომაკვდავი მე მარტოობას,
რომ ამ გოგონას უსასრულოდ აგონდებოდე.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<