- მარტოოდენ სად მიდიხართ,მშვენიერო ალვა? - ბაღში,ძროხის მოსაწველად,სერ.- მიუგო ქალმა -რომ გამოგყვეთ,შეიძლება,მშვენიერო ალვა? - რასა ბრძანებთ,როგორც გსურდეთ სერ,- მიუგო ქალმა -ნეტავ ვისი ასული ხართ,მშვენიერო ალვა? - მამაჩემი ფერმერია,სერ,- მიუგო ქალმა - ცოლად ხომ არ გამომყვებით,მშვენიერო ალვა? - დიახ,თქვენ თუ თანახმა ხართ სერ, -მიუგო ქალმა. - მაგრამ,მზითვად,მზითვად რა გაქვთ,მშვენიერო ალვა? -მხოლოდ სახე მშვენიერი,სერ, - მიუგო ქალმა - მაშინ ალბათ ვერ წაგიყვან,მშვენიერო ალვა, - კალთებს არვინ არ დაგახევთ,სერ, -მიუგო ქალმა. |