მე ვგავარ ფოთოლს, მოწყვეტილს ხიდან და დამაქროლებს ქარი ნებაზე, ამაფრიალებს ცამდე ამიტანს, მომარბენინებს მტვრიან ეზოებს...
ხან მოთვალთვალე აჩრდილად მაქცევს მიმაკრავს ვინმეს ოთახის მინას, ზოგჯერ ამომსვრის ლაფში და მტვერში, მომიბეზრებს და ტალახში მძინავს...
გავახსენდები, ამითრევს ისევ, კვლავ მომატარებს ცასა და მიწას, გამახარებს და დამამწუხარებს, ხან დავიწყების მომაყრის ქვიშას...
შენ გაწვიმდები და გადამარჩენ. გამასუფთავებ ცოდვათა ზღვისგან, მე გადაგკიდეთ სამტროდ ერთმანეთს ჩემს გამო ქიშპობთ ქარი და წვიმა...
ეს ჩემი ბედი- მქროლავი ქარი..... გადამრჩენელი- შენ ჩემი წვიმა |