სიყვარულის წმინდა ცრემლებს გაუმარჯოს, გულიდან რომ უნებურად გადმოდიან, მოვლენ თვალთან, გადმოსვლას არ კადრულობენ სცხვენიათ და ისევ გულში ბრუნდებიან..... ერთგულების მაცდურ ცრემლებს გაუმარჯოს, ნუგეშით რომ თვალის გუბეს დასდენია, ვნებით სავსე იმ ცხელ ცრემლებს გაუმარჯოს პატარძალს რომ პირველ ღამეს დასდენია......... განშორების მწარე ცრემლებს გაუმარჯოს, უკითხავად ყველასგან
რომ გაჩნდებიან, მწუხარედ და უნუგეშოდ რომ გვაქცევენ, და თვით მწარე მოგონებად
დაგვრჩებიან....... და იმ ყველა დარჩენილ ცრემლს გაუმარჯოს, რომელიც კი ოდეს ვინმეს დასდენია, სულერთია ტანჯვისა თუ სიხარულის, გაუმარჯოს თუკი მართლა ცრემლებია. |