siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-22 - 11:53 AM    

ლამის ხელში შემომაკვდეს ღამე,
თითქოს მეც მის სარეცელზე ვიწვე..
იქნებ შენზე დამეწერა რამე?
დღეს პირველ და უკანასკნელ ვალსსზე გიწვევ;
მაგრამ ალბად აღარა აქვს აზრი, ეს სიყალბე
_ჯამბაზივით მტოკავს..
შენ გგონია მეშინია ზამთრის?
შენ გგონია უშენობა მომკლავს?
მახსოვს მართლაც მეშინოდა სევდის,
სიკვდილს გავდა შენი წასვლა - მახსოვს.
ახლა ვზივარ და გადაღლილს შენით
გადამწვარი ვნების სევდა მათოვს..
იცი როგორ ვოცნებობდი მაშინ?
შენი სახე მოექარგა ღამეს...
ახლა თუ კი მეტყვი_სიზმრად მოვალ,
მთელი ღამე არ მოვხუჭავ თვალებს.
ყველაფერი წარსულს დარჩა ბარგად
და ეს განცდაც დაბადებას მოყვა...
შენ გგონია გაგიყოლებ დარდად?
შენ გგონია მონატრება მომკლავს?
ფიქრი ნუ გაქვს, არ იდარდო კარგო!
მარტოობას ღიმილივით ვიჩვევ.
არჩევანი ხომ მომანდე?
ჰოდა _ მაპატიე,

უშენობას ვირჩევ!

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<