siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-22 - 11:08 AM    
ამიხსენი ბორკილები, აღარ მინდა

თავისუფლად მომენატრა ხეტიალი,

სიყვარული სიგიჟეში გადავიდა,

ვერ მოვთოკე, მე საბრალომ, ეს ტიალი…



დამიბრუნე რაც წამართვი, მიითვისე,

მომანატრე სიმღერები ლოთიანი…

უშენობით, ეს დღეები მირბის ისე…

როგორც ჩემი ოცნებები შფოთიანი…



დამიბრუნე სიყვარული დამიბრუნე,

და თუ გინდა, შენებურად დამაბრალე…

თორემ, ისევ ჩემებურად გავიტრუნე…

თორემ, ისევ გაზაფხულში დაგემალე…



ეს საღამოც, კვლავ უშენოდ გადავიდა…

და ზაფხულიც მოგვადგება კარზე, მალე...

ამიხსენი ბორკილები, აღარ მინდა…

თორემ, ისევ უშენობა გამაწვალებს…
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<